მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მხარდამჭერებმა უვადო შიმშილობა დაიწყეს - კვირის პალიტრა

მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მხარდამჭერებმა უვადო შიმშილობა დაიწყეს

ცოტნე გამსახურდიას პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა

გაერთიანების "'მრგვალი მაგიდა" და ''დიდი ეროვნული გაერთიანების'' წევრებმა უვადო შიმშილობა დაიწყეს.

"ცოტნე გამსახურდია უკანონო პატიმარია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მშრალი შიმშილობის გამო დღითი დღე უარესდება. ამ აქციებით ჩვენ ასევე ვთხოვთ ცოტნეს, შიმშილობა შეწყვიტოს"", - განაცხადეს მათ.