ვეძებთ გივის!
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძის ადგილსამყოფელზე საპარლამენტო
უმრავლესობაში განსხვავებული ინფორმაცია აქვთ. დეპუტატების ნაწილი ამტკიცებს, რომ გივი თარგამაძე უკრაინაშია, ნაწილის თქმით კი - თბილისში.
თარგამაძე, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარეა, თითქმის ორი თვეა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე არ გამოჩენილა. ამასთან, ის "ნდობის ჯგუფის" თავმჯდომარეც არის, მაგრამ რამდენიმე კვირის წინ გამართული სხდომაც მის გარეშე ჩატარდა.