ასანჟი პარტია "ვიკილიქსს" ქმნის - კვირის პალიტრა

ასანჟი პარტია "ვიკილიქსს" ქმნის

სკანდალური საიტ "ვიკილიქსის" დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი პარტიას ქმნის. პოლიტიკური ორგანიზაციის სახელწოდება ასევე "ვიკილიქსი" იქნება. ასანჟის განცხადებით, "ვიკილიქსი" ავსტრალიაში 2013 წელს დაგეგმილ სენატის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. მისი თქმით, პარტიის მიზანი სახელმწიფოს გამჭვირვალობა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა იქნება. ავსტრალიის მოქალაქე ასანჟი ლონდონში, ეკვადორის საელჩოში იმყოფება. ის დიდი ბრიტანეთის დატოვებას ვერ ახერხებს. კერძოდ, თუ ასანჟი საელჩოს დატოვებს, ბრიტანული პოლიცია მას დააკავებს და შვედეთს გადასცემს, სადაც მის წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმეა აღძრული.