ტრაგედია ნიუთაუნში - კვირის პალიტრა

ტრაგედია ნიუთაუნში

აშშ-ის ქალაქ ნიუთაუნში 20 წლის ადამ ლანცამ 27 ადამიანი მოკლა. ამერიკული მედიის ცნობით, ლანცას დედასთან კამათი მოუვიდა და ის სახლში მოკლა. შემდეგ კი იმ სკოლაში მივიდა, სადაც დედამისი მუშაობდა და სროლა ატეხა. დაღუპულთა შორის 20 5-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვია. ხოცვა-ჟლეტის დასრულების შემდეგ ლანცამ თავი მოიკლა. ის აუტიზმით იყო დაავადებული. პოლიციამ ტრაგედიის ადგილას სამი იარაღი აღმოაჩინა (სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე).