მოლაპარაკებები თავიდან იწყება - კვირის პალიტრა

მოლაპარაკებები თავიდან იწყება

კულტურის სამინისტრო თურქულ მხარესთან იშხნის, ოშკისა და ხანძთის ტაძრების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებებს თავიდან დაიწყებს. კულტურის მინისტრის მოადგილე მარინა მიზანდარის თქმით,  გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ წინა ხელისუფლების მიერ თურქულ მხარესთან ტაძრების აღდგენის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება არ არსებობს და მხოლოდ საპროექტო წინადადებებია.

"სამართლებრივი ფორმატი არ აქვს არც ერთ სიტყვიერ შეთანხმებას. ამიტომ ახლა ჩვენ თავიდან ვიწყებთ მოლაპარაკებებს", - დასძინა მირიანაშვილმა.