ბესელიას ადანაშაულებენ - კვირის პალიტრა

ბესელიას ადანაშაულებენ

"ქართული პარტიის" დაპატიმრებული წევრების ინფორმაციით, პოლიტპატიმრების სიიდან ირაკლი ოქრუაშვილი ეკა ბესელიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ამოიღეს. მათივე თქმით, ბესელიასვე გადაწყვეტილებით სიიდან ამოიღეს ე.წ ზილების რევოლუციის საქმეზე დაპატიმრებული    ძმები ლევან და კახაბერ ტერაშვილები, შალვა საბაშვილი და დავით შიუკაშვილი. "გვრჩება შთაბეჭდილება, რომ 1-ელ ოქტომბერს მომხდარი პოლიტიკური ცვლილებები ჩვენს გუნდს არ შეხებია და ახალი ხელისუფლებისთვისაც ისეთივე მიუღებლები ვართ, როგორიც სააკაშვილის რეჟიმისთვის", - აღნიშნულია პატიმრების განცხადებაში.