ქიტოშვილი ალაპარაკდა - კვირის პალიტრა

ქიტოშვილი ალაპარაკდა

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილის განცხადებით,  "ჯეოსელის" წილების გადანაწილების საქმესთან დაკავშირებით, 5 წლის წინ საკუთარი თავისა და ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ოჯახის წევრების განადგურების მუქარით მიაცემინეს. მისი თქმით, მასზე ზეწოლას გენერალური პროკურატურის, შსს-ს, კუდ-ისა და სასჯელაღსრულების უწყების სხვადასხვა დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები ახორციელებდნენ. ისინი უშუალოდ იმდროინდელი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის დავალებით მოქმედებდნენ. ქიტოშვილმა ამასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართა.     5 წლის წინ ქიტოშვილი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებდა, რომ "ჯეოსელის" ერთ-ერთი მეწილე ჯემალ სვანიძისგან ირაკლი ოქრუაშვილი, მისი დახმარებით, კომპანიის 2,5%-ის გადაფორმებას 250 ათასი დოლარის სანაცვლოდ, მუქარით მოითხოვდა (სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე).