აფრასიძე ბარამიძის დაკითხვას ითხოვს - კვირის პალიტრა

აფრასიძე ბარამიძის დაკითხვას ითხოვს

მთავარი პროკურატურის გამომძიებლებმა 2004 წლის სპეცოპერაციის შესახებ აფრასიძეების დედას, დოდო აფრასიძეს შეკითხვები დაუსვეს. დოდო აფრასიძე კი გიორგი ბარამიძის დაკითხვას ითხოვს, რომელიც 2004 წელს შს მინისტრი იყო. "იმედი მაქვს, ახალი ხელისუფლება სიმართლეს დაადგენს და ჩემი შვილები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდებიან. გიორგი ბარამიძის დაკითხვა არ კმარა. თუ კანონი არსებობს, ის ჩემს შვილებს უნდა ჩაენაცვლოს ციხეში. ბარამიძეს ყველაფრის სააკაშვილზე გადაბრალება არ გამოუვა. მართალია, ბრძანება სააკაშვილმა გასცა და ამით საბავშვო ბაღებში მისვლისასაც კი ტრაბახობდა, მაგრამ ადგილზე ბევრი საზიზღრობა ჩაიდინეს, რასაც ბარამიძე ხელმძღვანელობდა", - აღნიშნა დოდო აფრასიძემ (სიუჟეტი იხ. palitratv.geზე).