პატრიარქმა მეტეხის ხიდთან პარაკლისი აღავლინა - კვირის პალიტრა

პატრიარქმა მეტეხის ხიდთან პარაკლისი აღავლინა

100000 ქართველი მოწამის ხსენების დღეს მეტეხის ხიდზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი მლოცველი შეიკრიბა. მეტეხის

ხიდთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პარაკლისი აღავლინა.

პარაკლისს სასულიერო პირები და ათეულათასობით მორწმუნე ესწრებოდნენ. პარაკლისის ბოლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ლოცვით მიმართა 100000 წმინდა მოწამეს, შეევედრონ უფალს საქართველოს ძლიერებისთვის, მოაქციონ ცოდვილნი, შეეწიონ სნეულთ. წმინდა 100000 ქართველის პატივისცემის ნიშნად სასულიერო პირებმა მტკვარში ყვავილები გადაყარეს.