მერაბიშვილის ბიძა დააკავეს - კვირის პალიტრა

მერაბიშვილის ბიძა დააკავეს

საგამოძიებო სამსახურის ცნობით,  თუმანიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით საწარმოს თანამშრომლები სამცხე-ჯავახეთის ტყის უბნებში უკანონოდ ჭრიდნენ ხეტყეს და მწვანე ნარგავებს. გამოძიების თანახმად, ამ კანონსაწინააღმდეგო ქმედებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 150 000 ლარით განისაზღვრა. გამოძიების ინფორმაციით, თუმანიშვილი მოპოვებული სამასალე მერქნის რეალიზაციის დროს, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების  დამზადების გზით, სისტემატურად ზრდიდა მიღებული შემოსავლების ხარჯებს, რითაც თავს არიდებდა სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების გადახდას.