ჭანტურიამ თანამდებობა დატოვა - კვირის პალიტრა

ჭანტურიამ თანამდებობა დატოვა

გია ჭანტურიამ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, სამი წლის განმავლობაში მაუწყებელში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა მიზეზთა გამო სტრატეგიული განვითარების გეგმის ბოლომდე განხორციელება ვერ შეძლო და ასპარეზს სხვა ადამიანებს უთმობს. "საზმაუწყებლის" გენდირექტორის მოვალეობას გიორგი ბარათაშვილი ასრულებს, რომელიც ტელევიზიის ტექნიკური დირექტორია. მისი ცნობით, მაუწყებელს 8 მილიონ ლარამდე დავალიანება აქვს. გენდირექტორის პოსტზე ღია კონკურსი გამოცხადდა. ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა "საზმაუწყებელში" კადრების შემცირება განხორციელდეს და ხელფასებიც შემცირდეს (სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე).