ვანდალიზმი იერუსალიმში - კვირის პალიტრა

ვანდალიზმი იერუსალიმში

იერუსალიმის ჯვრის მონასტრის კედლებსა და იქვე მდგარ რამდენიმე ავტომობილზე ვანდალებმა იესო ქრისტეს შეურაცხმყოფელი სიტყვები წააწერეს. ასევე დააზიანეს ტაძრის ეზოში მდგარი რამდენიმე მანქანა. ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვანდალიზმი სასტიკად დაგმო: "ებრაული ფასეულობები აბსოლუტურად ეწინააღმდეგება მსგავს ფაქტებს. აღმსარებლობის თავისუფლება ყოველთვის იქნება დაცული ისრაელის სახელმწიფოში, დამნაშავენი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან". პოლიცია ინტენსიურ გამოძიებას აწარმოებს". ისრაელში საქართველოს ელჩ არჩილ კეკელიას ინფორმაციით კი, სავარაუდოდ, ჯვრის მონასტერში ვანდალიზმი მემარჯვენე-რადიკალებმა ჩაიდინეს. საქმეს იერუსალიმის პოლიცია იძიებს (სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე).