ბალანსი დაიცავით - კვირის პალიტრა

ბალანსი დაიცავით

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ტომას მელიამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, უზრუნველყოს მართებული ბალანსი უმრავლესობის მართვასა და უმცირესობის უფლებებს შორის. "რასაკვირველია, უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებებს, თუმცა უნდა უზრუნველყოს უმცირესობის უფლებები და პატივი სცეს პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი უმცირესობის აზრს", - აღნიშნა მელიამ. ამერიკელმა დიპლომატმა ისიც განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სურვილს, გააუმჯობესოს ურთიერთობები მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან.