ბილდტი დემოკრატიის გაუმჯობესებას ელოდება - კვირის პალიტრა

ბილდტი დემოკრატიის გაუმჯობესებას ელოდება

საქართველოში ვიზიტით მყოფი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტის განცხადებით, 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისას დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებას ელოდებიან. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა განაგრძოს რეფორმები და ევროპული ინტეგრაციის გზა. ბილდტის შეფასებით, 1-ლი ოქტომბრის არჩევნები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს შორის საუკეთესო იყო.