დაკავებული მოზარდები ცხინვალში მოინახულეს - კვირის პალიტრა

დაკავებული მოზარდები ცხინვალში მოინახულეს

დაკავებული ქართველი მოზარდები ცხინვალში ჟურნალისტებმა და ""წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტის" წარმომადგენლებმა

მოინახულეს. ოსი ჟურნალისტების ინფორმაციით, ქართველი მოზარდები აცხადებენ, რომ მათ ჩანთაში ყუმბარები და ასაფეთქებელი ნივთიერებები კი არა, მხოლოდ საკვები პროდუქტები ჰქონდათ. კითხვაზე, "რა მიზნით შევიდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე", ერთ-ერთმა დაკავებულმა უპასუხა, რომ უნდოდა ცხინვალის რაიონის სოფელ ხეითში, თავის სახლში მისულიყო.

ტირძნისელი 4 არასრულწლოვანი: გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი ოსებმა და რუსმა ოკუპანტებმა 4 ნოემბერს დააკავეს. ცხინვალის რეჟიმი მათ ბრალად ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შენახვასა და ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას სდებს.