დოკუმენტი " კვლავ გასაიდუმლოებულია - კვირის პალიტრა

დოკუმენტი " კვლავ გასაიდუმლოებულია

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ენგურჰესთან" დაკავშირებულ დოკუმენტზე გრიფის მოხსნის შესახებ არ დააკმაყოფილა გაზეთ

"რეზონანსის"", "საქართველოს კონსერვატიული პარტიის" თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი.

მოსარჩელეები ენერგეტიკის სამინისტროსა და "ინტერ რაო ესს" შორის გაფორმებული მემორანდუმის საჯაროობას ითხოვენ.

როგორც სასამართლოში განმარტავენ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია შემდეგი გარემოებები: კომპანია ”ინტერ რაო ეს"მა" საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი კომერციულ საიდუმლოებად ცნო და მიანიჭა გრიფი "კომერციული საიდუმლო", რადგან ის შეიცავდა გეგმას, რომლის გამჟღავნებითაც შეილახებოდა მისი კომერციული ინტერესები. ამის გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს 2009 წლის 16 იანვრის ბრძანებით მემორანდუმი მიჩნეულ იქნა კომერციულ საიდუმლოებად(!).