სავიზო რეჟიმი უახლოეს მომავალში გამარტივდება - კვირის პალიტრა

სავიზო რეჟიმი უახლოეს მომავალში გამარტივდება

"ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი გადაწყვეტილია და შესაბამის ხელშეკრულებას უახლოეს მომავალში მოეწერება

ხელი", - განაცხადა ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა. მისივე თქმით, წინსვლაა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების დადების საქმეშიც და უახლოეს მომავალში "უფრო კონკრეტული მოლაპარაკება წარიმართება". პრემიერის ინფორმაციით, ელჩებთან შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება იყო. "საუბარი შეეხო ენერგოუსაფრთხოებას, "ნაბუკოსა" და სხვა იმ პროქტებს, რომლებიც ევროკავშირს აინტერესებს", - განმარტა გილაურმა.