დაბრუნების სურვილი 3000-მა მაჰმადიანმა მესხმა გამოთქვა - კვირის პალიტრა

დაბრუნების სურვილი 3000-მა მაჰმადიანმა მესხმა გამოთქვა

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში რეპატრიაციის სურვილით ხელისუფლებას განცხადებით 3000-მა მაჰმადიანმა მესხმა მიმართა.

საპარლამენტო კომიტეტებში კი  XX  საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრკ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის განხილვა მიმდინარეობს. როგორც დეპუტატი ლაშა თორდია განმარტავს, რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ წარდგენილ განცხადებებში და თანდართულ დოკუმენტებში აღმოჩენილია ხარვეზები, რომელთა გამოსასწორებლად და დოკუმენტების მოსაწესრიგებლად განმცხადებლებს დამატებით კიდევ 4 თვე მიეცათ. რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, რეპატრიანტმა საქართველოში გამომგზავრებამდე 1 თვით ადრე წარმომადგენლობაში ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა უნდა წარადგინოს.