დიალოგი დაიწყო - კვირის პალიტრა

დიალოგი დაიწყო

პირველად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, საქართველოსა და რუსეთს შორის ოფიციალური კონტაქტი შედგა. ჟენევაში საქართველოს პრემიერის ოფიციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს შეხვდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დიალოგი გაგრძელდება.

პირველ ეტაპზე მოლაპარაკება კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხება. აღსანიშნავია, რომ რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების პროცესი დაიძრა. თუმცა, ექსპერტების შეფასებით, პრობლემები მაშინ დაიწყება, როდესაც მხარეები უკვე აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის საკითხის განხილვას დაიწყებენ. ამ თემასთან დაკავშირებით მოსკოვი და თბილისი პოზიციების შეცვლას არ აპირებენ.