გახმაურებული საქმეების გამოძიება - კვირის პალიტრა

გახმაურებული საქმეების გამოძიება

საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გახმაურებული საქმეების გამოძიება დაიწყო. სამართალდამცველებმა ბუტა რობაქიძის საქმე გახსნილად გამოაცხადეს, დასასრულს უახლოვდება გირგვლიანის მკვლელობის გამოძიებაც. თუმცა, ყველაზე დიდ ინტერესს ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმე იწვევს. როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, გამოძიება წინ სწრაფი ტემპით მიდის. არ არის გამორიცხული, ყველა კითხვას პასუხი 2013 წელს გაეცეს. ამასთან, არჩევნების შემდეგ მაღალჩინოსნების დაკავება დაიწყო, რომლებთანაც გამოძიებას კითხვები აქვს, დაკავშირებული როგორც სისხლის სამართლის საქმეებთან, ისე ელიტური კორუფციის ფაქტებთან.