ლაფანყურის სპეცოპერაცია
28 აგვისტოს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  სოფელ ლაფანყურთან, ლოპოტის ხეობაში შეიარაღებული ჯგუფის ლიკვიდაციის ოპერაცია მიმდინარეობს. შსს იმასაც იუწყებოდა, რომ ჯგუფის წევრები ჩრდილოკავკასიელები იყვნენ. ოპერაციისას ორი ქართველი სპეცრაზმელი და ერთი სამხედრო ექიმი დაიღუპა, ასევე, მოკლეს დაჯგუფების 11 წევრი.
მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ შეიარაღებული ჯგუფის წევრთა დიდი ნაწილი პანკისელი ქისტები იყვნენ, ლიკვიდირებულთა შორის კი სამი საქართველოს მოქალაქე იყო. ამასთან, ლოპოტის ხეობაში დაჭრეს, შემდეგ კი დააკავეს ახმედ ჩატაევი, რომელიც ჯგუფის წევრებთან ქართული მხარის თხოვნით
მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ოპერაციის ჩატარებისა და იმის, თუ რატომ აღმოჩნდა შეიარაღებული ჯგუფი ლოპოტის ხეობაში, დეტალები დღემდე ბურუსით არის მოცული.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები