ციხის სკანდალი - კვირის პალიტრა

ციხის სკანდალი

18 სექტემბერს ქართულმა ტელეკომპანიებმა ციხეებში პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემზარავი კადრები გაავრცელეს. თბილისში და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციების ტალღა დაიწყო, რომლის მონაწილეები დამნაშავეების დასჯას ითხოვდნენ. პროტესტის მთავარი მამოძრავებელი ძალა ახალგაზრდები და სტუდენტები იყვნენ. აქციების გამო ჯერ სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, შემდეგ კი შს მინისტრი ბაჩო ახალაია გადადგა. სამართალდამცველებმა სასჯელაღსრულების სისტემის მაღალჩინოსნები და თანამშრომლები დააკავეს, ზოგიერთმა მათგანმა კი გაქცევა მოასწრო. ექსპერტების აზრით, სწორედ ამ სკანდალმა შეასრულა გადამწყვეტი როლი 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” დამარცხებაში. მთავარმა პროკურატურამ საქმე გახსნილად გამოაცხადა, რომლის მთავარი ფიგურანტი ზურაბ ადეიშვილია.