კლინტონის ვიზიტი - კვირის პალიტრა

კლინტონის ვიზიტი

2012 წლის 5 ივნისს საქართველოს ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ეწვია. მისი ვიზიტის მნიშვნელობა ერთი-ორად დიდი იყო, რადგან რამდენიმე თვეში ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. იმავდროულად, კლინტონის სტუმრობა დაემთხვა ოპოზიციაზე იერიშის პიკს. სახელმწიფო მდივანმა მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამერიკა ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას ელოდება. ექსპერტების აზრით, სხვა ფაქტორებთან ერთად, სწორედ კლინტონის ვიზიტმა შეასრულა დიდი როლი, რომ ქვეყანა არჩევნებამდე, ასე თუ ისე, მშვიდად მივიდა.