პარლამენტი ქუთაისში - კვირის პალიტრა

პარლამენტი ქუთაისში

2012 წელს საქართველოს პარლამენტი ქუთაისში ოფიციალურად გადავიდა. პირველი სხდომა ახალაშენებულ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში 26 მაისს გაიმართა, რომელიც პრეზიდენტმა გახსნა. თუმცა, პარლამენტის ახალ შენობას ბევრი პრობლემა მოჰყვა, დაწყებული უხარისხო სამშენებლო მასალით, დამთავრებული გაუმჭვირვალე ხარჯებით. ამ საკითხების შესწავლა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყო და არ არის გამორიცხული, ყოფილი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.