პუტინი პოზიტიურ სიგნალებს ხედავს - კვირის პალიტრა

პუტინი პოზიტიურ სიგნალებს ხედავს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, საქართველოს ახალი ხელისუფლებისგან ჯერ თავშეკავებულ, მაგრამ პოზიტიურ სიგნალებს ხედავს. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ჩიხში საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიყვანა, საიდანაც გამოსვლა რთულია.    ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი ვერ წაიღებს უკან აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, თავის მხრივ, საქართველოს მთავრობა არ აპირებს ამ ტერიტორიების ცნობას. "ვერ წარმომიდგენია, ამ შემთხვევაში, რა შეიძლება მოხდეს", - აღნიშნა პუტინმა. ამასთან, რუსეთის პირველმა პირმა საქართველოს პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა არ გამორიცხა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.geზე).