ინციდენტი ქუთაისში - კვირის პალიტრა

ინციდენტი ქუთაისში

ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, სადაც პრეზიდენტი საპარლამენტო უმცირესობას ხვდებოდა, ინციდენტი მოხდა. "ნაცმოძრაობის" ოფისთან მოქალაქეები სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავდნენ. მათ ოფისის პიკეტირება სცადეს. პრეზიდენტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მისმა დაცვამ მანქანა ტროტუარზე აიყვანა და ოფისის შესასვლელთან გააჩერა ისე, რომ პრეზიდენტი გამოსვლისას მაშინვე ჩამჯდარიყო მანქანაში. არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა სააკაშვილის ესკორტს ქვები დაუშინეს. ამასთან, შეხლა-შემოხლა მოხდა აქციის მონაწილეებს, დეპუტატ აკაკი მინაშვილსა და უმცირესობის სხვა წარმომადგენლებს შორის. მომხდარი დაგმეს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა. შსს-მ მომხდართან დაკავშირებით 6 პირი დააკავა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.geზე).