პრეზიდენტის მოწოდება - კვირის პალიტრა

პრეზიდენტის მოწოდება

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თუ კანონი "საერთო სასამართლოების შესახებ" არსებული ფორმით დამტკიცდება, კანონპროექტს ვეტოს დაადებს, რადგან ეს თავისუფალი სასამართლოს დასამარება იქნება. მისივე თქმით, ახალმა ხელისუფლებამ სამართალდამცავ უწყებებში "ქრთამისთვის გაგდებული ჩინოვნიკები" დააბრუნა. კერძოდ, სააკაშვილის თქმით, მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი - მთავარი კორუმპირებული, შს მინისტრის მოადგილე ალეკო ტაბატაძე კი ნარკოტრეფიკიორი იყო. ამასთან, ქვეყნის პირველმა პირმა მოუწოდა შსს-ს თანამშრომლებს, არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს. სააკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. პრეზიდენტმა ახალი ხელისუფლება ციხეებიდან რუსეთის ჯაშუშების გათავისუფლებაშიც დაადანაშაულა. ქვეყნის პირველი პირი ასევე გამოეხმაურა შსს-ს განცხადებასაც, რომელიც ძველი ხელისუფლების დროს „"ქართუ ბანკის"“ გაკოტრების სქემას ეხებოდა. „თურმე მე ვხელმძღვანელობდი ბანკის გაკოტრების მცდელობას. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ერთი სიტყვა რომ მეთქვა, ის ბანკი აღარ იქნებოდა", - აღნიშნა სააკაშვილმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).