ყოფილების დაკითხვა გრძელდება - კვირის პალიტრა

ყოფილების დაკითხვა გრძელდება

"ქართუ ბანკის" საქმესთან დაკავშირებით ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვა გრძელდება. თუმცა საქმის მთავარი ფიგურანტი, ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი შსს-ში ჩვენებების მისაცემად არ გამოცხადდა. ადეიშვილი საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე დღეში საზღვარგარეთ გაემგზავრა. სამაგიეროდ, შსს-ს ანტიკორუფციულმა სამსახურმა აღნიშნულ საქმეზე დაჰკითხა ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური, ყოფილი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე, ეკონომიკური უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ვერა ქობალია და სხვა მაღალჩინოსნები. შსს-ს ინფორმაციით, არჩევნებამდე მაშინდელმა ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლის მოტივით "ქართუ ბანკის" გაკოტრების სქემა შეიმუშავა, რომლის მთავარი ავტორი ზურაბ ადეიშვილი იყო (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).