ქრთამის საქმე - კვირის პალიტრა

ქრთამის საქმე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დოკუმენტების გაყალბების საქმეზე  დააკავა ყოფილი მაღალჩინოსნები ალექსანდრე ხეთაგური, ნიკა გვარამია, კახა დამენია, "თელასის" გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი,  შპს "ელენდეფ სერვისის" დამფუძნებელი გიორგი ნემსიწვერიძე და იზაბელა გუტიძე.  მათ დაკავებას "ნაციონალური მოძრაობის" პროტესტი მოჰყვა. კერძოდ, "ნაციონალების"განცხადებით, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორ გვარამიას დაკავება მედიაზე შეტევა იყო და ასევე ცრუ ბრალდებებით დააკავეს ხეთაგური და დამენია. მათ დიღმის პოლიციის სამმართველოსთან, სადაც დაკავებულების დიდი ნაწილი იმყოფებოდა, აქციაც გამართეს. სასამართლოზე გვარამიამ განაცხადა, რომ გამოძიებას ვანო მერაბიშვილის კვალზე გასვლა სურს. დაკავებულებს გირაო შეეფარდათ.