გუნავა დამკვეთის დასჯას ითხოვს - კვირის პალიტრა

გუნავა დამკვეთის დასჯას ითხოვს

შსს-მ გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის, თენგიზ გუნავას დაკავების გარემოებები ხელახლა შეისწავლა, რის შემდეგაც მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხუთი თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა. თავად გუნავა კი აცხადებს, რომ უნდა დაისაჯონ დამკვეთები და არა შემსრულებლები. დამკვეთებად კი ის ღარიბაშვილსა და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მიიჩნევს. გუნავას ნარკოტიკების შეძენა-შენახვასა და იარაღის უკანონოდ ტარებას ედავებოდნენ.