ამნისტია გამოცხადდა - კვირის პალიტრა

ამნისტია გამოცხადდა

საქართველოს პარლამენტმა ერთხმად, 80 ხმით "ამნისტიის შესახებ" კანონი მიიღო. კანონპროექტის დამტკიცებას წინ ხანგრძლივი დისკუსიები უძღოდა. "ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენაზე საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად, პატიმართა და პირობით მსჯავრდადებულთა რაოდენობის შემცირების მიზანშეწონილობისა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მიერ კრიმინოგენული ვითარების კონტროლისა და პრევენციის სათანადო მექანიზმების არსებობის პირობებში, საქართველოს პარლამენტი ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით აცხადებს ამნისტიას", - ნათქვამია კანონში. მისი მოქმედება ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც დანაშაული ჩადენილი აქვთ 2012 წლის 2 ოქტომბრამდე. კანონის 22-ე მუხლი პოლიტიკურ ამნისტიას აცხადებს იმ პირებზე, რომელთაც პარლამენტის დადგენილებით პოლიტპატიმრის ან პოლიტდევნილის სტატუსი აქვთ მინიჭებული.