ბიუჯეტი დამტკიცდა - კვირის პალიტრა

ბიუჯეტი დამტკიცდა

პარლამენტმა 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ 80 ხმით ერთხმად მიიღო. ბიუჯეტი 8.748,5 მლნ ლარით განისაზღვრება, რაც 2012 წელთან შედარებით 628,5 მლნ ლარით მეტია. ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტით ახალი მთავრობის პრიორიტეტული სფეროების - ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების დაფინანსება იზრდება, ხოლო შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დაფინანსება მცირდება.