მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხეს - კვირის პალიტრა

მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხეს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა. "წმინდა სინოდი ითვალისწინებს მის ცხოვრებას, სასწაულებს, რომლებიც აღესრულება მის საფლავზე და საყოველთაო სიყვარულსა და აღიარებას და ერთხმად ადგენს: არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) აღიარებულ იქნეს წმინდანად", - ნათქვამია სინოდის განჩინებაში. ამასთან, მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნება და მას გადაასვენებენ სამთავროს ტაძარში. დაიწერება წმინდა არქიმანდრიტის ხატი, მისი ცხოვრება და ტროპარ-კონდაკი (ვრცლად იხ. გვ. 22, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).