სირიაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს - კვირის პალიტრა

სირიაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს

სირიის ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, სამთავრობო ძალებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ოპოზიციონერების ცნობით, ბაშარ ასადის არმიამ მომწამლავი ნივთიერება დამასკოში, ჰომსში, ჰამასა და იდლიბში გამართული ბრძოლებისას გამოიყენა. ამასთან, გენერალი ადან სილუ, რომელიც მეამბოხეების მხარეს გადავიდა, აცხადებს, რომ ასადის მთავრობა ქიმიური იარაღის გიგანტურ არსენალებს ფლობს. გენერლის თქმით, თავად ესწრებოდა თათბირებს, რომლებზეც ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობას განიხილავდნენ.