სალაყაია დაჰკითხეს - კვირის პალიტრა

სალაყაია დაჰკითხეს

მთავარმა პროკურატურამ  ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია მოწმის სახით შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების - დათა ახალაიას, გერონტი ალანიას, იოსებ თოფურიძისა და ოლეგ მელნიკოვის - ბრალდების საქმეზე დაჰკითხა. საქმე ეხება 2005 წლის 5 იანვარს ზემოხსენებული მაღალჩინოსნებისა და სხვა პირების მიერ პოლიციელების ცემის ფაქტს. პროკურატურის ცნობით, 2005 წლის 2 იანვარს რესტორან ,,ძველ სახლში" სალაყაიასთვის შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით, მაშინდელმა მაღალჩინოსნებმა ჯერ ერთ პოლიციელს სცემეს, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ რესტორანში სხვა პოლიციელიც იმყოფებოდა, ისიც დაიბარეს მოდულის შენობაში და სასტიკად გაუსწორდნენ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).