საზმაუწყებელს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - კვირის პალიტრა

საზმაუწყებელს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გიორგი ბარათაშვილი აირჩიეს. მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ცამეტმა წევრმა ხუთ კანდიდატს შორის გააკეთა არჩევანი. ფარული კენჭისყრის შედეგად  8 ხმა გიორგი ბარათაშვილს ერგო; სამი ხმა მიიღო ნათია აბრამიამ, ხოლო 2 ხმა - მეგი თავდუმაძემ. ნიკოლოზ მახარაშვილმა და თინათინ რუხაძემ ვერც ერთი ხმა ვერ მიიღეს. გიორგი ბარათაშვილი გია ჭანტურიას მოადგილე იყო, რომელიც "საზმაუწყებლის" გენდირექტორის თანამდებობიდან ორი კვირის წინ გადადგა.