14 სპეციალობაზე სწავლა უფასო იქნება - კვირის პალიტრა

14 სპეციალობაზე სწავლა უფასო იქნება

მომავალი სასწავლო წლიდან უმაღლეს სასწავლებლებში 14 სპეციალობაზე სწავლის სრულ ოთხწლიან კურსს სახელმწიფო დააფინანსებს. 2013 წლიდან უფასოდ სწავლას შეძლებენ სტუდენტები, რომლებიც შემდეგ სპეციალობებზე ჩააბარებენ: აგრარული მეცნიერებების მიმართულება, სპეციალობა - აგრონომია; განათლების მიმართულება, განათლების მეცნიერებები; ინჟინერიის მიმართულება, სპეციალობები -– ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია და მშენებლობა; საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულება, სპეციალობები - მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია; სოციალური მეცნიერებების მიმართულება,– ეკონომიკა, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულება, არქეოლოგია, ისტორია, ქართული ფილოლოგია და ფილოსოფია. უფასო იქნება სწავლა არქიტექტურის სპეციალობაზეც.