ნაგავი და დენი გაიყოფა - კვირის პალიტრა

ნაგავი და დენი გაიყოფა

პარლამენტში დეპუტატ თინა ხიდაშელის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადის ერთმანეთთან მიბმა კანონმდებლობით დაუშვებელი გახდება. შესაბამისად, გაუქმდება თბილისის საკრებულოს 2011 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, დენისა და ნაგვის ტარიფები გაერთიანდა. გარდა ამისა, ხიდაშელის კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივით, საბავშვო ბაღებში სწავლის გადასახადი გაუქმდება.