ქართველი სამხედრო გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

ქართველი სამხედრო გარდაცვლილი იპოვეს

ავღანეთში 19 დეკემბერს გაუჩინარებული სერჟანტი გიორგი კიკაძე გარდაცვლილი იპოვეს. როგორც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, ეს მძიმე ფაქტი უნდა გახდეს მაგალითი და გამომფხიზლებელი  საერთაშორისო მისიაში მონაწილე ყველა სამხედრო პირისთვის, რათა სხვა დროს გაუფრთხილებლობით აღარ მოხდეს მსგავსი ტრაგედია და უფრო მეტი წინდახედულობით მოეკიდონ მისიაში მონაწილეობას. იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა ქართველი სამხედრ?, მიმდინარეობს გამოძიება და დამატებითი დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.