ჩვილის გარდაცვალებაზე სერიოზული გარემოებები გამოიკვეთა - კვირის პალიტრა

ჩვილის გარდაცვალებაზე სერიოზული გარემოებები გამოიკვეთა

შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცნობით, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში 9 თვის ბარბარე რაფალიანცის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სერიოზული გარემოებები გამოიკვეთა.    "ჩვენ აუცილებლად გამოვიძიებთ ამ საქმეს და აუცილებლად ვაცნობებთ ოჯახს და საზოგადოებას, რა მოხდა რეალურად. ეს პროცესი გაიწელა და ალბათ კიდევ მოგვიწევს მოცდა. ამის გამო ბოდიშს ვუხდი მის ოჯახს. სამწუხაროა, რომ იმ პერიოდში პოლიცია პარალიზებული იყო. იმიტომაც შეძლეს ბოროტმოქმედებმა კვალის დაფარვა, რომ სამართალდამცველები არ გავიდნენ ცხელ კვალზე და არ ჩაატარეს ოპერატიული სამძებრო სამუშაოები. შესაბამისად, ძალიან გაძნელდა ამ საქმის გამოძიება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.