დაკითხვები გრძელდება - კვირის პალიტრა

დაკითხვები გრძელდება

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე პრივატიზაციასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის აჭარის სამმართველოში დაჰკითხეს. ვარშალომიძის სამმართველოში მისვლისას იქ შეკრებილი "ნაციონალები" და "ქართული ოცნების" აქტივისტები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. რიყის ტერიტორიის საქმეზე საგამოძიებო სამსახურში დაიკითხა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი, დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე პროკურატურა ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის დაკითხვას გეგმავს. სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორობის დროინდელ ფაქტებთან დაკავშირებით პროკურატურაში როლანდ ახალაია იყო დაბარებული, თუმცა ის დაკითხვაზე არ გამოცხადდა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).