ეუთოს საბოლოო ანგარიში - კვირის პალიტრა

ეუთოს საბოლოო ანგარიში

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში 1-ელ  ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში, მოქალაქეთა აქტიური დასწრების ფონზე წარიმართა, რომელსაც თან ახლდა მშვიდობიანი მასობრივი აქციები. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საარჩევნო გარემო პოლარიზებული და დაძაბული იყო, ხასიათდებოდა ხისტი რიტორიკითა და ძალადობის შემთხვევებით. ანგარიშის მიხედვით, სხვაობა სახელმწიფო პოლიტიკასა და მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიას შორის ხშირად ბუნდოვანი იყო. "კვლავაც  რჩება ისეთი ნაკლოვანებები, როგორიცაა მოსახლეობის რაოდენობის ფაქტორის უგულებელყოფა საარჩევნო მანდატების გაცემისას", - აღნიშნულია ანგარიშში.