პარლამენტმა ვეტო დასძლია - კვირის პალიტრა

პარლამენტმა ვეტო დასძლია

პარლამენტმა 91 ხმით 24-ის წინააღმდეგ ამნისტიის კანონზე პრეზიდენტის ვეტო დასძლია. მიხეილ სააკაშვილმა ვეტოს მიზეზად დაასახელა, რომ მისთვის მიუღებელი იყო ამნისტიის ის ნაწილი, რომელიც პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების გათავისუფლებას ეხებოდა. პრეზიდენტის აზრით, პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრებად გამოცხადებულთა დიდი ნაწილი ჯაშუშობისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის იხდიდა სასჯელს. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მიუღებელია, რომ ამნისტია შეეხოთ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულებს, მაგალითად პედოფილებს. საპასუხოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა აღნიშნეს, რომ სწორედ სააკაშვილმა შეიწყალა ნარკოტრეფიკიორი და არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის გასამართლებული პატრულის თანამშრომელი. პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევის შემდეგ პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ კენჭისყრა სამარცხვინო ფურცლად ჩაიწერება ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).