35 წელი აღსაყდრებიდან - კვირის პალიტრა

35 წელი აღსაყდრებიდან

25 დეკემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 35 წელი შესრულდა, 4 იანვარს კი უწმინდესის 80 წლის იუბილეა. პატრიარქის აღსაყდრებიდან 35 წლისთავთან დაკავშირებით სვეტიცხოველში საღმრთო ლიტურგია შესრულდა, რომელსაც ესწრებოდნენ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და სხვა ოფიციალური პირები. მეუფე იოანემ უწმინდესს წმინდა სინოდის უმაღლესი ჯილდო, წმინდა გიორგის ოქროს ორდენი გადასცა. მეუფე კალისტრატემ კი აღსაყდრების 35 წლისთავთან და 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სიმბოლურად 115 ვარდი მიართვა. "საქართველოს დაღუპვა არ უწერია. საქართველო გაბრწყინდება. საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადააფაროს კალთა საქართველოს და ვერავითარი მტერი ვერ დაამარცხებს", - ბრძანა უწმინდესმა (ვრცლად იხ. გვ. 12,13, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).