ჭყლეტას 60 კაცი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ჭყლეტას 60 კაცი ემსხვერპლა

კოტ-დ'ივუარის უდიდეს ქალაქ აბიჯანში ჭყლეტას 60 კაცი ემსხვერპლა, 200 კი დაშავდა. 50 ათასი კაცი ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე საახალწლო ფეიერვერკის სანახავად შეიკრიბა. ჭყლეტა სტადიონის მთავარ შესასვლელთან დაიწყო. ერთ-ერთი ვერსიით, ამაში დამნაშავე არიან სამართალდამცველები, რომელთაც ღონისძიების დასრულების შემდეგ სტადიონის ყველა კარი დროულად არ გახსნეს.