სერჟანტი დაკრძალეს - კვირის პალიტრა

სერჟანტი დაკრძალეს

ავღანეთში დაღუპული ქართველი სერჟანტი გიორგი კიკაძე რუსთავში დაკრძალეს.

დაკრძალვამდე გიორგი კიკაძის ცხედარი რუსთავის სიონის ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. ოჯახს სამძიმარი პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, მთავრობის წევრებმა, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოუცხადეს, გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმაც. გიორგი კიკაძე ავღანეთში 19 დეკემბერს გაუჩინარდა. 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მისი ძიება-გადარჩენის ოპერაცია. 29 დეკემბერს სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს (ვრცლად იხ. გვ. 6,7,9, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).