ადეიშვილს პატიმრობა შეუფარდეს - კვირის პალიტრა

ადეიშვილს პატიმრობა შეუფარდეს

მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. პროკურატურა ადეიშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას, მის სახელზე გაცემული სამი დიპლომატიური პასპორტისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერებას ითხოვდა. ადეიშვილის ადვოკატ გოჩა სვანიძის ინფორმაციით, სასამართლომ პროკურატურის ყველა შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ადეიშვილს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მისივე თქმით, მას დიპლომატიური და საქართველოს მოქალაქის პასპორტების მოქმედება შეუჩერდა. პროკურატურის განცხადებით, დღემდე უცნობია მისი ადგილსამყოფელი. შეგახსენებთ, რომ ადეიშვილს ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენეს, მათ შორისაა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება.