ოქრუაშვილს ბრალი უნდა მოეხსნას - კვირის პალიტრა

ოქრუაშვილს ბრალი უნდა მოეხსნას

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს სამ საქმეზე ბრალი უნდა მოეხსნას. კერძოდ, ქრთამის აღების, "ჯეოსელისა" და სამსახურებრივი გულგრილობის საქმეებზე. ადვოკატის თქმით, ოქრუაშვილის უდანაშაულობა დასტურდება. მოწმეებმა ჩვენებები შეცვალეს და მისი ბრალეულობა ვერც ექსპერტიზამ დაადასტურა. ზვიად კორძაძის განცხადებით, ოქრუაშვილის საქმეში "სამართლებრივი ცუღლუტობები უნდა აღიკვეთოს და პოლიტიკური სარჩული ჩამოშორდეს". წინააღმდეგ შემთხვევაში, ადვოკატი სახალხო დამცველსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს.