3 ათასი კაცი გათავისუფლდება - კვირის პალიტრა

3 ათასი კაცი გათავისუფლდება

სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარის ინფორმაციით, ამნისტიის კანონის ძალაში შესვლიდან ორ თვეში 3 ათასი კაცი გათავისუფლდება, 14 ათასს კი  სასჯელი შეუმცირდება. კანონის ძალაში შესვლიდან ერთ კვირაში სასამართლოებში პოლიტპატიმართა საქმეები გადაიგზავნება, ორ კვირაში კი - დანარჩენებისა. სულ პატიმრების გათავისუფლება ან მათთვის სასჯელის შემცირება ორ თვეში დასრულდება. "ამნისტიის შესახებ კანონს" პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა მისი დაძლევა მოახერხა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).