საქართველო სუამ-ის თავმჯდომარეა - კვირის პალიტრა

საქართველო სუამ-ის თავმჯდომარეა

1-ლი იანვრიდან საქართველო სუამ-ის თავმჯდომარე ქვეყანა ოფიციალურად გახდა. მანამდე კი დუბლინში ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მე-19 სხდომის ფარგლებში გაიმართა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მე-20 სხდომა. მხარეებმა განიხილეს აქტუალური საკითხები, დაკავშირებული პოლიტიკურ ურთიერთქმედებასთან, უწყებათაშორისი და ორგანიზაციის პარტნიორებთან თანამშრომლობასთან. საქართველომ სუამ-ის თავმჯდომარეობა გადაიბარა აზერბაიჯანისგან, რომელიც ორგანიზაციას 2012 წლის 1-ლი იანვრიდან თავმჯდომარეობდა.